მაშველებმა თუშეთში დაშავებული 66 წლის მამაკაცი გადაარჩინეს (ვიდეო)

74

ომალოში 66 წლის მამკაცს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, შსს-ს ინფორმაციით, შეტყობინება 112-ზე შევიდა. მამაკაცს სტაციონარში გადაყვანა ესაჭიროებოდა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები, რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის დახმარებით, შემთხვევის ადგილზე ჩაფრინდნენ. მამაკაცს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. ვერტმფრენის მეშვეობით, მაშველებმა დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები