LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპე მინუს 20: ახალგაზრდა ფეხბურთელებში ყველაზე ძვირი დელე ალი ღირს

107

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველი დელე ალი 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირდღირებულ მოთამაშედ აღიარეს.

რეიტინგი ინტერნეტ-რესურს Soccerex-ის მიერ არის შედგენილი.
ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ფასი 82.6 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხას ადგენენ ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა – ასაკი, პოზიცია, კონტრაქტის ხანგრძლივობა, გოლებისა და მატჩების რაოდენობა საერთაშორისო დონეზე.

ალიმ 20 მილიონზე მეტით გაუსწრო “მონაკოს” ვუნდერკინდს კილიან მბაპეს.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელთა კლასიფიკაცია ასეთია:

1. დელე ალი (“ტოტენჰემი”) – 82,6 მლნ
2. კილიან მბაპე (“მონაკო”) – 61,7 მლნ
3. უსმან დემბელე (“დორტმუნდი”) – 60,9 მლნ
4. ლერონ სანე (“მანჩესტერ სიტი”) – 51,1 მლნ
5. მარკო ასენსიო (“რეალი”) – 42,7 მლნ
6. გაბრიელ ჟესუსი (“მანჩესტერ სიტი”) – 42,6 მლნ
7. მარკუს რეშფორდი (“მანჩესტერ იუნაიტედი”) – 40,6 მლნ
8. ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”) – 40,5 მლნ
9. ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 35,6 მლნ
10. კინგსლი კომანი (“ბაიერნი”) – 35 მლნ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები