LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპეც პარიზში წავიდა: პსჟ-მ სუპერთავდასხმა გააკეთა

90

“მონაკოს” ფორვარდი კილიან მბაპე კარიერას “პარი სენ-ჟერმენში” გააგრძელებს. გარიგების თანხა 160 მილიონ ევროს შეადგენს, 20 მილიონის გადახდა ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

ფინანსური ფეირ-პლეი? დასაცინი ხდება!

მხარეებმა უკვე შეათანხმეს 18 წლის ფრანგის ტრანსფერი და რჩება მხოლოდ ფორმალობების მოგვარება და დოკუმენტების გაცვლა. უახლოეს პერიოდში, იურისტები ტრანსფერს მწვანე შუქს აუნთებენ და ვუნდერკინდი პარიზელებთან გააფორმებს კონტრაქტს.

მბაპეთი ესპანური გრანდები – „რეალი“ და „ბარსელონაც“ იყვნენ დაინტერესბეული, თუმცა მათ ტრანსფერი არ გამოუვიდათ. მეტიც, მადრიდელებმა მბაპეს თხოვნას, გადაეხადათ 12 მილიონი ევრო წლიურ ანაზღაურებად უპასუხეს – ვულოცავთ პსჟ-ს და წარმატებებს ვუსურვებთ!

მოგეხსენებათ, პარიზელებმა სულ ახლახან ისტორიულ-რეკორდული ტრანსფერი მოახერხეს – „ბარსელონადან“ 222 მილიონ ევროდ ნეიმარი წაიყვანეს. ამბობენ, მბაპეს სწორედ ამან უბიძგა პსჟ-კენ, რადგან ნეიმარი მისი საყვარელი ფეხბურთელია და სწორედ მის მხადამხარ თამაში სურს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები