LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცენარეთა დაცვა შვეიცარიულად – რას გვთავაზობს Syngenta

759

მსოფლიოში ლიდერი კომპანია აგრობიზნესის სფეროში – Syngenta ქართველ მომხმარებელს მცენარეთა დაცვის 40-ზე მეტი დასახელების საშუალებას სთავაზობს. პროდუქცია შვეიცარიაში იწარმოება და Syngenta-ს საქართველოს (ამიერკავკასიის) წარმომადგენლობა მის იმპორტს ახორციელებს. გარდა ჩვენი ქვეყნისა, აღნიშნული საშუალებებით თბილისის ოფისიდან მარაგდება მეზობელი ქვეყნები – აზერბაიჯანი და სომხეთიც.

როგორც ”ფორტუნას” ამიერკავკასიაში Syngenta-ს ოფიციალური წარმომადგენლობის დირექტორმა, ზურაბ ლოლაძემ განუცხადა, წარმომადგენლობა თანამშრომლობს რამდენიმე ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ კომპანიასთან, რომელთაც აწვდის იმპორტირებულ პროდუქციას, ისინი კი რეალიზაციას ახორციელებენ.

”Syngenta-ს მცენარეთა დაცვის საშუალებების შეძენა საქართველოში შესაძლებელია სხვადასხვა აგრო მაღაზიაში, ასევე ფერმერთა მომსახურების ცენტრებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით. გარდა იმისა, რომ შვეიცარიიდან ჩამოგვაქვს 40-ზე მეტი დასახელების მცენარეთა დაცვის საშუალებები, გვაქვს სათესლე მასალაც. ჩამოგვაქვს სხვადასხვა ბოსტნეულის, ასევე მზესუმზირისა და სიმინდის უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალა. რაც შეეხება მცენარეთა დაცვას, აქ არის 3 ძირითადი მიმართულება: ინსექტიციდები (მავნებლების საწინააღმდეგო), თუნგიციდები (მცენარეთა დაავადებების საწინააღმდეგო) და ჰერბიციდები (სარეველა ბალახების საწინააღმდეგო) , – აცხადებს ზურაბ ლოლაძე.

 

მისივე ინფორმაციით, პროდუქციის იმპორტის გარდა, Syngenta-ს ამიერკავკასიის წარმომადგენლობა პერიოდულად ფერმერებისა და სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და სემინარებს, სადაც გარდა თეორიული სწავლებისა, სხვადასხვა ახალი პრეპარატების გამოცდაც ხდება.

ცნობისთვის, Syngenta არის მსოფლიოში წამყვანი კომპანია სოფლის მეურნეობის სფეროში, რომელიც სათესლე მასალებსა და მცენარეთა დაცვის უმაღლესი ხარისხის საშუალებებს აწარმოებს. ამიერკავკასიაში Syngenta -ს წარმომადგენლობა ოფიციალურად 2011 წლიდან არსებობს და მისი ცენტრალური ოფისი თბილისში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები