LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლმა, რომელიც დიღომში მომხდარი ავარიის გამო დააკავეს, სავარაუდოდ, ავტოფარეხიდან გამოსვლის შემდეგ დალია

102

ყველა მიკროავტობუსის მძღოლს, რომელიც გადის ხაზზე სამუშაოდ, უტარდება ალკოჰოლური ტესტი, – ამის შესახებ თბილისის მიკროავტობუსის პრესსამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მძღოლმა, რომელიც დიღომში მომხდარი ავარიის გამო დააკავეს, სავარაუდოდ, ავტოფარეხიდან გამოსვლის შემდეგ დალია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დამნაშავე მძღოლი დააკავა. დამნაშავე მძღოლს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდა. დავით აღმაშენებლის ხეივანში, ავტოგასამართ სადგურ “ვისოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სამი პირი ადგილზე გარდაიცვალა, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება კი სამმა ადამიანმა მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები