LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია წერს, რომ ნინა დობრევი და კრის ისტვუდი შეყვარებულები არიან

422

ცოტა ხნის წინ „ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ნინა დობრევი 7 თვიანი ურთიერთობის შემდეგ ბოიფრენდს, ოსტინ სტოუელს დაშორდა. ამჯერად კი მედია ირწმუნება, რომ  მსახიობს რომანი კლინტ ისტვუდის ვაჟთან, ასევე მსახიობ სკოტ ისტვუდთან აქვს. 27 წლის დობრევი და 30 წლის ისტვუდი ერთად გამოჩნდნენ Coachella-ს მუსიკალურ ფესტივალზე, რომელსაც ნინა ყოველწლიურად სტუმრობს. ფოტოებიდან, რომელიც ფესტივალზეა გადაღებული ჩანს, რომ წყვილს ახლო ურთიერთობა აქვს და ფანტასტიკურად ატარებენ დროს ერთად. ერთობლივი ფოტოების გავრცელების შემდეგ მედია აქტიურად წერს მსახიობების რომანზე. მითუფრო, რომ ისტვუდი ცოტა ხნის წინ დაშორდა  მეგობარ გოგონას.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნინა დობრევი „ვამპირის დღიურების“ ბოლო სეზონისთვის პროექტში ბრუნდება. რაც ეხება სკოტ ისტვუდს, ის „ფორსასჟის“ მერვე ნაწილში პოლ უოკერს ცვლის.  

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები