LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხის ჩამოვარდას მსხვერპლი მოჰყვა

121

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მეხის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. BBC-ს ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნის გამო ერთი ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი მძიმედ დაშავდა. სამხრეთ პოლონეთში სტიქიას ალპინისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, დანარჩენი სამი მთასვლელი ადგილობრივ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

პარიზში მეხის ჩამოვარდნის შედეგად 10 ბავშვი დაზარალდა. დაშავებულებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა სახანძრო სამსახურის თანამშრომელმა შეძლო. გერმანიაში კი მეხი ფეხბურთის სტადიონს დაეცა, სადაც მოზარდების მატჩი მიმდინარეოდა. შემთხვევის შედეგად 35 ადამიანი დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები