LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანია ტრამპთან სურათის გადაღება პანდამაც მოისურვა

94

აშშ-ის პირველმა ლედიმ პეკინის ზოოპარკი მოინახულა. მელანიამ ზოოპარკში შეკრებილ ბავშვებთან ფოტოები გადაიღო. ისინი ჩინეთის და ამერიკის დროშებს აფრიალებდნენ და მღეროდნენ სიმღერას პანდაზე. მომხდარის შესახებ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს.ამ სიმღერების ფონზე, გასაკვირად, უკანა ფონზე თვითონ ბამბუკის დათვიც გამოჩნდა, რომელიც ფოტოკამერებმაც დააფიქსირა. ზოოპარკის თანამშრომელი აცხადებს, რომ ეს პანდა ჩვეულებრივი არ არის. ის უკვე 18 წლისაა, სახელად გუ გუ ჰქვია და ზოოპარკის კეთილი ნების ელჩია. თვითონ პირველი ლედი მომხდარით აღფრთოვანდა და ფოტო თავის Twitter-ის გვერდზეც განათავსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები