LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

37

მექსიკაში 8,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. BBC-ის ინფორმაციით,  სტიქიის ეპიცენტრი, ქვეყნის სამხრეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროზეა.

აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ  პიჯიჯიეპენიდან სამხრეთ-დასავლეთით 87 კილომეტრში 70 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.  რყევა კი 1 წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

მსხვერპლის, დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მექსიკის გარდა, ცუნამის საფრთხე გვატემალაში, ელ სალვადორში, კოსტა-რიკასა და ნიკარაგუაში გამოცხადდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები