LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაჭაში მომხდარ ორ მიწისძვრას არანაირი ნგრევა და დაზიანება არ მოჰყოლია“ – ონის მერი

162
სერგო ხიდეშელი

დღეს რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში 6 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა.

როგორც „ფორტუნას“ ონის მუნიციპალიტეტის მერმა, სერგო ხიდეშელმა განუცხადა, მიწისძვრას ნგრევა და დაზიანება არ მოჰყოლია.

„სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი ბიძგი, 17:44 წუთზე დაფიქსირდა, მეორე ბიძგი კი 17:50 წუთზე.

ჩვენი ინფორმაციით, მიწისძვრას არ მოჰყოლია არანაირი ზიანი და ნგრევა. ასევე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეების მხრიდან დაფიქსირებული არ არის ინფორმაცია რაიმე სახის ზიანის შესახებ“, – უთხრა სერგო ხიდეშელმა „ფორტუნას“.

ცნობისათვის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველად, 4.8 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქალაქ ონის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ირიში, 17:44 საათზე დაფიქსიდა, მეორედ კი 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ასევე ონის სოფელ სორგითში, 17:50 საათზე მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები