LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია: იუსტიციის სახლში რიგები ტაქსების რეგისტრაციას არ უკავშირდება

90

თბილისის მერია იუსტიციის სახლში მოქალაქეების მიმართვიანობის გაზრდას ეხმიანება და აცახდებს, რომ ეს ფაქტი ტაქსების რეგისტრაციის პროცესს არ უკავშირდება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ტაქსების რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით, რამაც თითქოს გამოიწვია იუსტიციის სახლის მუშაობა შეფერხება. განვმარტავთ, რომ იუსტიციის სახლში დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტაქსის რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა თითქმის იდენტურია წინა დღეებში დაფიქსირებული რიცხვისა და მოთხოვნა არსებითად არ გაზრდილა. როგორც იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით გახდა ცნობილი, დღეს იუსტიციის სახლში მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირთა საქმიანობის რეგისტრაცია. შესაბამისად, აღნიშნული მიზეზის გამო, ჭარბი მიმართვიანობა დაფიქსირდა არა მხოლოდ თბილისის, არამედ, სხვა ქალაქების იუსტიციის სახლებშიც.

შეგახსენებთ, ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის მიღება 1 ოქტომბრამდე შეუძლიათ, გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის სახლის საჯარო სერვისები შაბათ-კვირას არ მუშაობან, მძროლებმა დღის ბოლომდე უნდა მოასწრონ რეგისტრაცია , წინააღმდეგ შემთხვევაში 200 ლარით დაჯარიმდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები