LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ასეთი არასდროს ყოფილა

33

 

„ბარსელონას“ ლიდერმა, ლიონელ მესიმ კარიერაში სეზონის საუკეთესო სტარტი აჩვენა.

2017-18 წლების სეზონის სტარტიდან დღემდე, არგენტინელ ფორვარდს რვა ოფიციალურ მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. ხოლო, თუ სათვალავში მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატს ავიღებთ, მესის პირველ ხუთ ტურში ცხრა გოლი დაუგროვდა: ორი გოლი მან „ალავესს“ გაუტანა, სამი – „ესპანიოლს“, ოთხი – „ეიბარს“.

ამ დრომდე არგენტინელისთვის საუკეთესო იყო 2011-12 წლების სეზონი, როცა ლა ლიგას პირველ ხუთ ტურში რვა გოლი გაიტანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები