LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი და რონალდო მორჩა: მსოფლიოში ყველაზე ძვირი მბაპეა

70

აღარც მესი და აღარ რონალდო, მსოფლიოში ახალი წესრიგის დრო მოდის და ახალი სახელები იმკვიდრებენ პირველობას.

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიის სათავეში მოექცა. სია CIES Football Observatory-ის კვლევითმა ცენტრმა შეადგინა.

ამ მომენტისთვის, საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავის ღირებულება 216.5 მილიონ ევროს შეადგენს. მბაპეს შემდეგ მოდის „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი, რომელიც 197.3 მილიონი ღირს. პირველ სამეულს „პარი სენ-ჟერმენის“ კიდევ ერთი ფორვარდი, ნეიმარი ასრულებს. ბრაზილიელის ღირებულება 197 მილიონი ევროა.

CIES-ის ვერსიით ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების TOP10-ში ასევე შედიან:

მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, 173 მლნ), ფელიპე კოუტინიო (ბარსელონა, 171,3 მლნ), ლიონელ მესი (ბარსელონა, 170,6 მლნ), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, 164,6 მლნ), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი, 164,3 მლნ), დელე ალი (ტოტენჰემი, 163,4 მლნ) და ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, 157,7 მლნ).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები