LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ფაჩულიას ჩემპიონობას ულოცავს: მალე შეხვდებიან კიდეც (ვიდეო)

25

„გოლდენ სტეიტის“ ჩემპიონობას „ბარსელონა“ და მისი ვარსკვლავებიც გამოეხმაურნენ. ზაზა ფაჩულიას გუნდს NBA-ში გამარჯვება თვით ლეო მესიმ, ნეიმარმა, ლუის სუარესმა და პიკემ მიულოცეს.

„ბარსელონას“ კარგი ურთიერთობა აქვს კალიფორნიულ კლუბთან. 2015 წელს „ბარსა“ შეხვდა კიდეც აშშ-ში ყოფნის დროს მაშინაც გაჩემპიონებულ „მეომრებს“. ახლაც, როდესაც „ბარსელონა“ საზაფხულო ამერიკულ ტურნეში წავა (სამი მატჩი აქვს დაგეგმილი – „იუვენტუსთან“, „მანჩესტერთან“ და „რეალთან“), ერთხელაც აპირებს „გოლდენ სტეიტელების“ მონახულებას. შეხვედრა სან ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტშია დაგეგმილი. ასე რომ, დიდი ალბათობით ჩვენი ზაზა ფაჩულია სხვა ვარსკვლავებთან ერთად მესისაც შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები