LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი მედიამ აღიარა: ჟურნალისტებმა ლეო საუკეთესოდ დაასახელეს

74

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი კატალონიურმა მედიამ 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ეს ამბავი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა.

ადგილობრივი ჟურნალისტები სტადიონზე შეიკრიბნენ და საუკეთესო ფეხბურთელად მესი კარიერაში მეხუთედ დაასახელდა. არგენტინელმა ალდო როვირას სახელობის პრიზი მიიღო, დაჯილდოება კი როვირას გარდაცვალებიდან უკვე მერვე წელია ტარდება.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ჟურნალისტებს დაუსახელებიათ ერიკ აბიდალი (2011/12), ხავიერ მასკერანო (2013/14) და ლუის სუარესი (2015/16).

მესი გასულ სეზონში 37 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი და თან ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები