LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ქორწილი გადაწყვიტა: თარიღი ცნობილია

115

ლიონელ მესის და ანტონელა როკუცოს ქორწილი 30 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ გვამცნობს ჟურნალი ”¡Hola!’”, რომლის ინფორმაციითაც, წყვილი ჯვარს მესის მშობლიურ ქალაქში, როსარიოში დაიწერს.

არგენტინელი სუპერვარსკვლავი და მისი მეგობარი გოგონა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ და უკვე კარგა ხანია ერთად ცხოვრობენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს: 4 წლის ტიაგო და 1 წლის მატეო.

მესიმ და როკუცომ დაქორწინება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტეს და ამის შესახებ საზოგადოებასაც ამცნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები