LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის დაუთვლელი ფული მისცეს: ლეო ყველაზე მდიდარი ფეხბურთელია

49

”ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი, რომელმაც ცოტა ხნის წინ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. მესი სეზონში 30 მლნ ევროს მიიღებს, რასაც ბონუსის სახით კიდევ 13 მლნ დაემატება. გარდა ამისა, ”ბლაუგრანამ” არგენტინელს ხელშეკრულების გახანგრძლივებისათვის ბონუსის სახით 50 მლნ ევროც გადაუხადა.

აქამდე მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კარლოს ტევესი იყო, რომელიც ”შანხაი შენხუას” ღირსებას იცავს და წელიწადში 38 მლნ ევროს გამოიმუშავებს. ტოპ 5-ში ასევე შედიან ნეიმარი (პსჟ- 36 მლნ. ევრო), კრიშტიანო რონალდო (”რეალი” – 34 მლნ ევრო) და ოსკარი (”შანხაი ტელეისი” -24 მლნ ევრო).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები