LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ძმა დაიჭირეს: სისხლიან ნავში პისტოლეტი იპოვეს

47

ლიონელ მესის ძმა დააპატიმრეს. მატიას მესის კანონთან კვლავ პრობლემები აქვს. ხუთშაბათს არგენტინელი ვარსკვლავის ძმა თავისი ნავით ერთ-ერთ მეთევზეთა კლუბს მიადგა და განაცხადა, რომ მისი ნავი მეჩეჩს შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო.

ადგილზე გამოძახებულმა პოლიციელებმა დათვალიერების შემდეგ ნავში პისტოლეტი და სისხლის კვალი აღმოაჩინეს, რის შემდეგაც მატიას მესი როსარიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში დააპატიმრეს. იგი ჰოსპიტალში დაცვის თანხლებით იმყოფება.

მესის ოჯახმა ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ლიონელის უფროსი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობით და ნაკაწრებით მოხვდა.

2016 წელს მატიასს ავტომობილში ნაპოვნი იარაღის გამო პირობითი სასჯელი დაეკისრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები