LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ძმა დაუჭირეს

95

ლიონელ მესის ძმას იარაღის უკანონო შენახვისთვის საზოგადო საქმეების კეთება დაეკისრა.
მატიას მესი მთელი წლის განმავლობაში კვირაში ოთხი საათი „როსარიოს“ საკლუბო სისტემაში ვარჯიშებს ჩაატარებს.
34 წლის არგენტინელმა ასევე თავი უნდა შეიკავოს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის გამოყენებისგან, გადაიხადოს ჯარიმა 8 ათასი პესო (472 ევრო) და არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

გასული წლის ოქტომბერში მატიას მესი როსარიოში მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციელებმა მისი ავტომანქანა გაჩხრიკეს და რევოლვერი იპოვეს.

შეგახსენებთ, ივლისში თავად ლეო მესის და მამამის ხორხეს გადასახადებისთვის თავის არიდების გამო 21 თვით სასჯელი დააკისრეს. ესპანური კანონების თანახმად, ნებისმიერი დანაშაული, რომელიც ორ წელიწადზე ნაკლებს იმსახურებს, ბრალდებულმა შეიძლება გამოსაცდელი ვადით მოიხადოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები