LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის შური აქვს საძიებელი: გატუზო კოშმარია, ლუკაკუ და ფირმინო ერთნაირები არიან

107

ჩემპიონთა ლიგაში ამ საღამოს კიდევ ერთი გამორჩეული მატჩია. ლონდონში, „ჩელსი“ „ბარსელონას“ უმასპინძლებს და მთელი ყურადღება სწორედ აქეთკენაა. შესაძლოა ახლა ინგლისურ კლუბს საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ „ბარსას“ არისტოკრატებთან ყოველთვის უჭირდა და მშვიდად არასოდეს მოუგია. მეტიც, გახსოვთ ის ნახევარფინალი (2012 წელი), როდესაც „ბარსელონა“ შინ მასპინძლობდა „ჩელსის“: გოლიც გაიტანა (თან ორი), მეორე ტაიმის დასაწყისში პენალტის უფლებაც მიიღო (მესიმ გააფუჭა), თან ლონდონელებს კაციც გაუგდეს (პირველ ტაიმში ჯონ ტერი), მაგრამ ფინალში მაინც „ჩელსი“ გავიდა. ჰოდა, ახლა მესის და მის თანაგუნდელებს შური აქვთ საძიებელი.

 

მესის რევანში წყურია

 

ამასობაში იტალიაში გიჟმაჟი გატუზო და მისი „მილანი დაიქოქა.
ჯენარო გატუზო: „ჩემი მიზანია სეზონის ბოლომდე „მილანის“ ფეხბურთელებისთვის კოშმარი ვიყო“.

 

ინგლისში კი ორი დიდი და ტრადიციული გუნდის მეგოლეებს ადარებენ, ოღონდ განსხვავება როგორ უნდა იპოვო?
რომელუ ლუკაკუს და რობერტო ფირმინოს შედარებითი სტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები