LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესტიაში მოკლული ლომარ ნიგურიანის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

38

მესტიაში მოკლული საკრებულოს დეპუტატის, ლომარ ნიგურიანის, ცხედარი დღეს დილით ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს. ოჯახი პოლიციას გადასვენების უფლებას არ აძლევდა, თუმცა ცოტა ხნის წინ დათანხმდა.

ადგილობრივების თქმით, მოკლულსა და მის ნათესავს შორის წლებია, არსებობს კონფლიქტი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, რომელზეც აგრარული ბაზარია განთავსებული. გუშინ კი, მათ შორის ურთიერთშელაპარაკება უშუალოდ სახურავიდან თოვლის გადმოყრას მოყვა.

დაპირისპირებას ლომარ ნიგურიანის შვილიც შეესწრო და კონფლიქტში ჩაერთო. ცოტა ხანში კი, ასევე ადგილობრივთა ინფორმაციით, მას იარაღი დაუმიზნა ნათესავმა, რა დროსაც შვილს გადაეფარა ლომარ ნიგურიანი. დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები