LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლის შემდეგ, ბრიტანული იმპერიის ოფიცერი ვიქტორია ბექჰემიც გახდება

90

Spice Girls-ის ექს-მონაწილე და ამჟამად მოქმედი დიზაინერი ვიქტორია ბექჰემი ბრიტანული იმპერიის ოფიცერი გახდება. მისის ბექჰემს მოდასა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვებენ.

დიზაინერს მსგავსი პატივი წილად ზუსტად 13 წლის შემდეგ ხვდა, რაც დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ მისი მეუღლე, ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი დააჯილდოვა.

ცნობილია, რომ ვიქტორია ძალიან გახარებულია ამ ფაქტით, განსაკუთრებით კი მას ის ახარებს, რომ ქველმოქმედებისთვის დააჯილდოვებენ. შეგახსენებთ, რომ ის შიდსთან ბრძოლის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები