LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეწარმე სუბიექტს ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება

260

მეწარმე სუბიექტს, გარდა კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისა, ფიზიკურ პირზე 100 000 ლარამდე ღირებულების თამასუქის გაცემა აეკრძალება. შესაბამისი ცვლილებები ”თამასუქის შესახებ” კანონში შედის, რომელიც ერთ-ერთია მთავრობის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში.

როგორც მთავრობაში განმარტავენ, ინიციატივების მთავარ ამოცანას ე.წ. დედოლარიზაციის გეგმა და მის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები წარმოადგენს. ამასთან, ”თამასუქის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია თამასუქის გაცემის დროს მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, თუ მეწარმე სუბიექტი თამასუქის გაცემას მხოლოდ 20-ზე ნაკლებ ფიზიკურ პირზე ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები