LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

53

მიხეილ ცაგარელის კვირის (21-27 მაისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – იღბლიანი, მეტად პოზიტიური კვირაა. 22 მაისს მზე მონათესავე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადავა და თქვენც ბევრად უკეთ იგრძნოთ თავს. მოიმატებს ენერგოტონუსი და გაძლიერდება იმუნიტეტი, გახდებით ბევრად აქტიური და ენერგიული, შეძლებთ კომუნიკაბელურობის და გონებამახვილობის გამოვლენას, მიზნების განხორციელებას და სანუკვარი ოცნებების ასრულებას, საინტერესო პროექტებში ჩაბმას და  მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. განსაკუთრებით წარმატებული იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მოგეცემათ წინსვლისა და წარმატების რეალური შანსი. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ტურისტული ლაშქრობებისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად და საინტერესო ნაცნობების შესაძენად.

კურო – მართალია, მზე ტოვებს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს, თუმცა კვირა მაინც საკაოდ სასიკეთოა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენას, იდეების ჩამოყალიბებას და მათ რეალიზაციას, ხარჯების სწორად განაწილებას და ფინანსური სტაილურობის მიღწევას. კარგი პერიოდია ახალი პარტნიორების შესაძენად და ბიზნესის გასავითარებლად, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის, საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად და საკუთარი ცხოვრების სასიკეთოდ შესაცვლელად.

ტყუპები – 22 მაისს მზე ტყუპების ნიშანში გადავა და ერთი თვე სწორედ თქვენ იქნებით ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნების მმართველი. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩეას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პარტნიორებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საერთო ენის გამონახვას და ურთიერთობის მოწესრიგებას, ავტორიტეტის ასმაღლებას და საზოგადოებაში პოპულარობის მოსაპოვებას. ეცადეთ მაქსიმალურად გააქტიურდეთ, რადგან ამ კვირაში ყველა სფეროში გექნებათ წარმატების მიღწევის შანსი.

კირჩხიბი – მართალია, შეგექმნებათ გარკვეული ფინანსური პრობლემები, მაგრამ ერთიანობაში მაინც სასიკეთო კვირაა. შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერობის მოწესრიგებას,  ბიზესის განვითარებას და პროფესიულ სფეროში წარმატების მიღწევას, ცვლილებების განხორციელებას და საკუთარი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას.

ლომი – საკმაოდ იღბლიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, რაციონალური მიდგომა ნებისმიერი საკითხისადმი კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სასურველი შედეგის მიღწევაში. თუმცა, ყურადღების გამოჩენა გმართებთ პირადი ცხოვრების მიმართ, რადგან ფარული სასიყვარულო კავშირის გაბმის ან ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენის სურვილი მეტად ნეგატიურად აისახება თქვენს ოჯახურ მდგომარეობაზე, იმ შემთხვევაში კი, თუ არ გყავთ მეუღლე, მაშინ შესაძლოა ამგვარმა თავგადასავალმა სასიკეთო შედეგიც გამოიღოს.

ქალწული – საკმაოდ აქტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას. კარგი პერიოდია ცვლილებების განსახორციელებლად ნებისმიერ სფეროში და პირველ რიგში პირად ცხოვრებაში. თუმცა, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, რადგან გამორიცხული არაა კონფლიქტი მოგივიდეთ მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში.

სასწორი – მეტად სასიკეთო კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და გარშემომყოფებზე პოზიტიური შთაბეჭდილების მოხდენით საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, ახალი კავშირების დამყარებლად და საჭირო პარტნიორების შესაძენად, საზოგადოებრივ აქტივობებში მონაწილეობისა და პრეზენტაციების მოსაწყობად, ცოდნის ან ახალი ინფორმაციის შესაძენად, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლაში.

მორიელი – საინტერესო, მეტად შემოქმედებითი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და გაბედულად მოქმედებას, ინტუიცია კი, აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. კარგი პერიოდია ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად და ახალი პროექტის დასაწყებად, მათ ვინც, ხელოვნების სფეროშია ჩართული, თამამად შეუძლია გამოავლინოს ფანტაზია და შექმნას მეტად საინტერესო ნამუშევრები დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში. კარგი პერიოდია ძველი სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ან ახალი რომანის დასაწყებად, ბიზნესის გასავითარებლად და ავტორიტეტის ასამაღლებლად.

მშვილდოსანი – პოზიტიური, მეტად იღბლიანია კვირის მეორე ნახევარი. შეძლებთ მიზნების განხორციელებას და სანუკვარი ოცნებების ასრულებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, სასიყვარულო ურთიერთობების გაუმჯობესებას და პირადი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლას. წარმატების მიღწევის შანსი მოგეცემათ როგორც ბიზნეს სფეროში, ისე პროფესიონალურ საქმიანობაში. ეცადეთ გააქტიურდეთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შესაძლებობა.

თხის რქა – საკმაოდ სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და საუკეთესო თვისებების გამოვლენას, იდეების რეალიზაციასა და ახალი პარტნიორების შეძენას, მეგობრებსა და ახლობლებთან ურთიერთობის მოწესრიგებას. თუმცა სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ როგორც საკუთარი, ისე სხვათა ფინანსების მიმართ, განსაკუთრებით თუ საზოგადოებრივი ფონდების საქმიანობაში ხართ ჩართული, რადგან არაა გამორიცხული გარკვეული დანაკარგი ან მატერიალური ზარალი სწორედ თქვენ დაგბრალდეთ.

მერწყული – მართალია, ერთიანობაში საკმაოდ კარგი კვირაა, თუმცა 21-23 მაისს არაა გამორიცხული საკუთარი ინიციატივით ჩაებათ კონფლიქტში ახლობლებთან. ბევრად უკეთესია კვირის მეორე ნახევარი, რადგან გაძლიერედბა ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩანას, არასტანდარტულად აზროვნებას და ახალი საინეტერსო იდეების ჩამოყალიბებას, კარიერულ წინსვლას, გავლენის სფეროების გაფართოვებას და სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას, მით უფრო, რომ იღბალიც თქვენს მხარეს იქნება.

თევზები – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ ინიციატივის და შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. კარგი პერიოდია  იდეების რეალიზაციისთვის და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი პარტნიორების შესაძენად და მეტად საიმედო კავშირების დასამყარებლად. ეცადეთ გააქტიურდეთ და არ გაუშვათ ხელიდან წარმატების მიღწევის შანსი, რაშიც პირველ რიგში საკუთარი ინტუიცია დაგეხმარებათ.

 

გეომაგნიტური დღეები – 21, 22 და 26 მაისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები