LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ჯანელიძე – საჭიროა პოლიტიკური ნება იყოს გამოხატული რუსეთის ფედერაციის მხრიდან

11

ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით ჩვენ სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს ვისმენთ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო კონკრეტული, რომელიც ჟენევის ფორმატის კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას შეეხებოდა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო გააგრძელებს კონსტრუქციულად ჩართულობას, ასევე გამოხატავს მზაობას მაღალი დონის ჩართულობისა და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციამ უპასუხოს.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება არის კონკრეტული და გულისხმობს ჟენევის ფორმატის გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური ჩართულობით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ რთულ მოცემულებაში მოვძებნოთ რესურსი ყველა მხარის, პოლიტიკური, მაღალი დონის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღებისთვის და ეს გადაწყვეტილებები ბოლო 42 რაუნდია ვერ იქნა მიღებული. ამიტომ საჭიროა პოლიტიკური ნება იყოს გამოხატული რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

საქართველო გააგრძელებს კონსტრუქციულად ჩართულობას, ასევე გამოხატავს მზაობას მაღალი დონის ჩართულობისა და მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების და საქართველოს მთავრობის მოთხოვნას უპასუხოს რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობით და ნების გამოხატვით, შესაძლებელი გახდეს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად დარეგულირდეს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები