LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო სტატუსს წელგამართულად იმსახურებს – ეს წარმატება ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს დამსახურებულად ეკუთვნით

135
გიორგი კვირიკაშვილი

„საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს – ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს.

როგორც იგი ამავე განცხადებაში აღნიშნავს, უერთდება საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, „მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს“:

პრეზიდენტი 13 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნებიდან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კამპანიის “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში შეგროვილ ხელმოწერებს გადასცემს

„საქართველო წელგამართულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ეს უმნიშვნელოვანესი წარმატება მოიტანა ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული უამრავი ადამიანის თავდადებამ – ყველასი, ვინც ათწლეულების განმავლობაში იღვწოდა და სულით-ხორცამდე გაცნობიერებული ჰქონდა ადამიანის თავისუფლების მნიშვნელობა, ვისაც სჯეროდა ნამდვილ ქრისტიანულ ფასეულობებზე აღმოცენებული ევროპის, რომლის კულტურის განუყოფელი ნაწილი ყოველთვის იყო ქართული კულტურა.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

„სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, ხელისუფლების მხრიდან ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნეს ყურადსაღები.“

ეს გამარჯვება სისხლით მოიპოვეს გმირებმა, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში, ასევე უკრაინაში მხარდამხარ მებრძოლმა უკრაინელმა და ქართველმა გმირებმა, რომლებიც სიცოცხლის ფასად იცავენ თავისუფლებას, დნესტრისპირეთში მოლდოვის თავისუფლებისათვის მებრძოლმა გმირებმა და ა.შ.

ეს წარმატება დამსახურებულად ეკუთვნით საქართველოს ქუჩებში არაერთხელ გამოსულ მოქალაქეებს, რომლებსაც სჯერათ საქართველოს ევროპული მომავლის.

2023 წლის 15 დეკემბრის მოსალოდნელი გამარჯვება უდავოდ გახლავთ საქართველოს თავდადებულ საჯარო მოხელეთა და დიპლომატთა არაერთი თაობის ნაღვაწი.

ჯოზეფ ბორელი: „კარგი ახალი ამბავია ის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ.. მოვუწოდებ, ამ გზით სიარული გააგრძელოს“

დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკას არ ვიშურებ, როცა ამის საჭიროებას ვხედავ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მსურს გულწრფელად მივულოცო მათი, როგორც ხელისუფალთა, და ქვეყნის ეს ისტორიული წარმატება.

მინდა, ჩემი ხმა შევუერთო საქართველოს მოქალაქეთა სამართლიან მოთხოვნას, მოუწოდოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას, ხელიდან არ გაუშვან ევროპის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი გაერთიანების გაძლიერების უნიკალური შანსი და კარი გაუღონ ტრიოს:

ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის (უკვე აღარ – „პოსტსაბჭოთა“) სამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანას – საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას – ევროკავშირის ღირსეულ მომავალ წევრებს“. – წერს გიორგი კვირიკაშვილი.

კულება: „ევროკავშირი გაფართოების კომიდან სწორედ უკრაინამ გამოიყვანა – ორი წლის წინ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მიიღებდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები