LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიკროსაფინანსოებს ფულადი რეზერვების შექმნის ვალდებულება ექნებათ

110

ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ფულადი რეზერვების შექმნის ვალდებულებას დააკისრებს. ამის შესახებ გადაცემა ”საქმის კურსს” “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის” ხელმძღვანელმა ბესიკ შენგელიამ განუცხადა. ის ამბობს, რომ ახალი რეგულაცია, სავარაუდოდ, 2018 წლიდან ამოქმედდება.

ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ფინანსურ ინსტიტუტებს დროულად მიეწოდოთ, რომ მასზე მორგება შეძლონ.

როგორც შენგელია განმარტავს, ამ რეგულაციით ეროვნულ ბანკს სურს, ბაზარზე ერთიანი სტანდარტები დაამკვიდროს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები