LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ ობამამ ბიონსესთან მეგობრობის შესახებ ისაუბრა

36

აშშ-ს პირველი ლედი მიშელ ობამა და მომღერალი ბიონსე დიდი ხანია, მეგობრები არიან – ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს და მას შემდეგ, დატვირთული გრაფიკის გამო იშვიათად, მაგრამ შეხვედრას მაინც ახერხებენ.

როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მიშელზე მომღერალმა, აშშ-ს პირელმა ლედიმ სტივენ კოლბერტის გადაცემაში The Late Show განაცხადა.

„აღტაცების გარეშე მასთან ურთიერთობა შეუძლებელია. ის განსაკუთრებულია, საყვარელი, ძალიან ჭკვიანი, არაჩვეულებრივი დედაა და უყვარს საკუთარი ოჯახი, ამასთან, ძალიან მოკრძალებულია,“ – აღნიშნა მიშელმა.

მისივე თქმით, ბიონსესთან ბევრი საერთო აქვს, თუმცა, „წუხს“, რომ მასავით კარგად ვერ ცეკვავს და მღერის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები