LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოჩვენებების სასტუმრო“, სადაც რამდენიმე თვითმკვლელობა მოხდა (ფოტო)

489

Hotel del Salto ერთ-ერთი ყველაზე საშიში და იდუმალებით მოცული სასტუმროა მსოფლიოში. ის კოლუმბიაში მდებარეობს და ამჯერად არ ფუნქციონირებს, დამთვალიერებლებს კი მისი ნახვა ყოველდღე, სამუშაო საათებში შეუძლიათ. გარეგნულად სასტუმრო ემილი ბრონტეს რომანის „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ გმირის, ჰიტკლიფის საშიშ სასახლეს ჰგავს. დღეს ის უკვე სამუზეუმო კომპლექსის  ნაწილია, რომელიც ტეკენდამის ჩანჩქერთან ახლოს მდებარეობს.

თავდაპირველად Hotel del Salto საპრეზიდნეტო რეზიდენცია გახლდათ, რომელიც 1920 წელს კარლოს არტურ ტაპიამ დააპროექტა. 50-იან წლებში ის 8 სართულიან სასტუმროდ გადაკეთდა და ამაში მონაწილეობა დიზაინერმა გაბრიელ ლარგაჩმა მიიღო. 1979 წელს სასტუმრო ბიზნესმენმა რობერტო არიასმა შეიძინა და  რესტორანი გახსნა, რომელმც 10 წელი იმუშავა. 1990 წელს სასტუმროს მიმართ გაჩნდა შიში, რადგან გაჟონა ინფორმაციამ, რომ იქ რამდენიმე ადამიანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ჭორები მოჩვენებების შესახებ კი ჯერ კიდევ 1930 წელს გაჩნდა. 2011 წელს შენობა კოლუმბიის ნაციონალურმა ინსტიტუტმა შეისყიდა და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 2009 წელს კი აქ პირველი გამოფენა მოეწყო.

წყარო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები