LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდი გიჟო: პრეზიდენტმა მსაჯს აკოცა, უკბინა და ერთ ადგილზე მოუთათუნა

89

ტუნისური გუნდის პრეზიდენტი სამუდამო დისკვალიფიკაციით დაისაჯა მსაჯის კოცნისა და კბენისთვის.
მოსეფ ხემაჰემი ზღვარს გადავიდა.
ვნებაამღვრეული ტიპი მსაჯის თანაშემწეს მატჩის შემდეგ მისდგა. ხემაჰემმა არბიტრს ტუჩებში აკოცა, რის შემდეგაც წაკბინა და ტაკოებზე საყვარლად მოსცხო კიდეც.
ტუნისის ფეხბურთის ფედერაციამ პრეზიდენტის მოქმედება საშიშად მიიჩნია, ცხოვრების ბოლომდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა და თან 12 ათასი ევროს ჯარიმაც დააკისრა.
რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს მატჩი ტუნისის ჩემპიონატის თამაში გახლდათ „სფაკსენსა“ და „ეტუალ დიუ სახელს“ შორის (3:2).
„სფაკსენი“ ქვეყნის შვიდგზის ჩემპიონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები