LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოდრიჩი და სხვები: ვინ რაში გახდა საუკეთესო

132

მსოფლიო ჩემპიონატის „ოქროს ბურთი“ ლუკა მოდრიჩმა მიიღო.
დაიმსახურა.
ხორვატიის ნაკრების კაპიტანი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.

აქამდე ეს ჯილდო ისეთ ფეხბურთელებს აუღიათ, როგორებიც არიან დიეგო მარადონა, პელე, ლეო მესი, ზინედინ ზიდანი და რონალდო.

მოდრიჩმა ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 2 გოლი და ერთი საგოლე პასია.

 

ჰარი კეინმა „ოქროს ბურთი“ მოიგო.
კიდევ კარგი ჯგუფში ტუნისი და პანამა ყავდა.

კეინმა 2 გოლი შეუგდო ტუნისს, 3 – პანამას, ერთიც კოლუმბიასთან მერვედფინალში გაიტანა. თანაც ამ 6-დან 3 პენალტია. ერთიც რიკოშეტით გავიდა, უბრალოდ გაუმართლდა და ბურთი ფეხზე შეეხო. აი გადამწყვეტ მატჩებში კი ჰარი გუნდს გოლით ვეღარ შეეწია.

კეინის შემდეგ 4-4 გოლის გამტანები მოდიან: კილიან მბაპე, კრიშტიანო რონალდო, რომელუ ლუკაკუ, ანტუან გრიზმანი, დენის ჩერიშევი.

 

კილიან მბაპე ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
აქ ალტერნატივა არც ყოფილა.
პსჟ-ს შემტევმა შვიდივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასიც გააკეთა.
მბაპემ ერთი გოლი ფინალშიც გაიტანა.


გასულ ჩემპიონატში საუკეთესო ახალგაზრდა პოლ პოგბა გახდა.

 

ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუა ტურნირის საუკეთესო გოლკიპერი გახდა და „ოქროს ხელთათმანი“ მიიღო.
26 წლის კურტუამ 7 მატჩი ითამაშა და 6 გოლი გაუშვა, მის აქტივში 27 სეივია.


ბელგია მესამე ადგილზე გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები