LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოღალატე ცოლი: რატომ აკრძალა მესიმ ნაკრებში იკარდის გამოძახება

288

ლიონელ მესიმ მწვრთნელებს არგენტინის ნაკრებში მაურო იკარდის გამოძახება აუკრძალა: მიზეზი ლეოს მეგობართან კონფლიქტია.

ცნობილი არგენტინული გადაცემის Debate Finale-ის ეთერში არგენტინის ნაკრების მწვრთნელების მხრიდან სერია ა-ს ერთ-ერთი ბომბარდირის იკარდის იგნორირების მიზეზი გაახმოვანეს. მიზეზი მაუროს მაქსი ლოპესთან კონფლიქტია, ეს უკანასკნელი კი ლეო მესის ძველი მეგობარია.

მეგობრის მხარდასაჭერად „ალბისელესტეს“ კაპიტანმა მწვრთნელებს ნაკრებში იკარდის გამოძახება აუკრძალა.
მაქსი ლოპესი „ბარსელონაში“ 2005-07 წლებში გამოდიოდა, სადაც დაუმეგობრდა კიდეც მესის.

კონფლიქტის მიზეზი კი ქალია: 2008 წელს ლოპესმა მოდელი ვანდა ნარი მოიყვანა ცოლად და სამი ვაჟიც შეეძინათ. ჯერ კიდევ განქორწინებამდე (2013 წლის დეკემბერი), ნარამ ინტიმური კავშირი დაამყარა მაურო იკარდისთან, რომელიც მაშინ ლოპესთან ერთად „სამპდორიაში“ გამოდიოდა.

ნარი იკარდის ცოლად 2014 წლის მაისში გაყვა.
როდესაც მატჩებისას ხვდებოდნენ მაქსი იკარდის ხელს აღარ ართმევდა.

icardi-wanda-nara-maxi-lopez_7y0nnaiybtrk1ck8q6vxgtlqp

maxi-lopez-icardi-wanda-nara-558292

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები