LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოხარული ვარ, რომ სამხედრო გადატრიალების მომზადებაში მდებენ ბრალს – ნადეჟდა სავჩენკო

77

უკრაინელი დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს განცხადებით, მოხარულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები მას სამხედრო გადატრიალების მომზადებაში და ტერორიზმში ადანაშაულებენ.

„ბრალდებები სამხედრო სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში და ხელისუფლებაზე ტერორისტულ თავდასხმაში – ეს კარგი ბრალდებებია. მე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვარ. როგორც ოფიცერს, მე ფიცი მაქვს დადებული უკრაინელი ხალხის წინაშე, რომ დავიცავ უკრაინულ მიწას. ეს ხელისუფლება უკრაინული არაა. მე ვადანაშაულებ მას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში, იმ ადამიანების სიკვდილში, რომელიც პოროშენკოს მმართველობის დროს მოხდა,“ – განაცხადა სავჩენკომ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ, სავჩენკო პარლამენტში ტერაქტის მოწყობის მომზადებაში დაადანაშაულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები