LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება

34

საქართველოს მთავრობა საპენსიო რეფორმაზე მუშაობს. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან ქვეყანა დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლისთვის მზად იქნება.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა დღეს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

“მომავალ წელს ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სამწუხაროდ, ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი დრო დავკარგეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ, რათა შეგვემუშავებინა მოდელი მსოფლიო სტანდარტების დახმარებით და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც აუცილებელი იქნება ამ საპენსიო სისტემის დანერგვისთვის”, – აღნიშნა პრემიერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები