LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხიბვლელი ქართველი მსახიობი თემო მელიქიძე ჰოლივუდს იპყრობს

1438

თემო მელიქიძე პატარა იყო, როცა ოჯახთან ერთად ბელგიაში გაემგზავრა საცხოვრებლად. 10 თვის წინ ლოს ანჯელესში ჩავიდა და ბედმა გაუღიმა, ვინაიდან ბოლო დროის ერთ-ერთი საინტერესო ბლოკბასტერის ერთ-ერთი მონაწილე გახდა.

პიტერ ბერგის სურათი ბოსტონის მარათონის დაბომბვის შესახებ სახელწოდებით „პატრიოტის დღე“ დღის სინათლეს 2017 წლის 13 იანვარს იხილავს. მისი პროდიუსერი და ერთ-ერთი ვარსკვლავი მარკ ვოლბერგია. კინოსურათში უამრავი ცნობილი სახე მონაწილეობს, თუმცა პრესის ყურადღება მიიპყრო ქართველმა მსახიობმა, თემო მელიქიძემ, რომელმაც ფილმში ჩეჩენი ტერორისტის, ტამერლან ცანაევის სახე შექმნა.

როგორც თემომ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, თავიდან ამ როლზე მისი გასინჯვა არ უნდოდათ, სანამ ფილმის პროდიუსერებს თავისი და ტამერლანის ფოტოები არ გაუგზავნა. თემომ სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვერც წარმოიდგენდა იმ დადებით გამოხმაურებას, რომელიც კოლეგებისგან ხვდა წილად.

ჰოლივუდში ფილმის პრემიერაზე ის ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად გამოჩნდა. თემოს ოცნებაა, რომ საქართველოში თავისი ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდეს და „პატრიოტის დღის“ პრემიერას დაესწროს.

თემოს წინ კიდევ ერთი ახალი პროექტი აქვს „24: Legacy“, რომლის პრემიერაც 2017 წელს თებერვალში შედგება. ის კიფერ საზერლენდის მონაწილეობით ცნობილი სერიალის „24 საათის“ ანალოგია და თემო მის ექვს ეპიზოდში მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები