LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონაკოს სამეფო ოჯახმა საშობაო მისალოცი წარადგინა

351

მონაკოს პრინცმა ალბერ II-მ და პრინცესა შარლენმა საახალწლო მისალოცი წარმოადგინეს. მასზე თავად ალბერი, შარლენი და მათი ორი წლის ტყუპი – პრინცი ჟაკი და პრინცესა გაბრიელა არიან გამოსახულები. 38 წლის შარლენს Ralph Lauren-ის კაბა და Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები აცვია.

„ბედნიერება და მშვიდობა იყოს თქვენთან ერთად 2017 წლის განმავლობაში“, – სამ ენაზე წერია მისალოც ბარათზე.

ფოტოსესია 3 დეკემბერს Salon des Glaces-ის სასახლეში გაიმართა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები