LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს – ოთარ კახიძე

59

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყნის იმიჯის ზიანის შემცირების მიზნით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გაათავისუფლოს.

” ჩვენ მოვიგეთ საქმე, რომელიც ეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრად ცნობას. სასამართლომ ძალაში დატოვა მე-18 მუხლის დარღვევა – ეს არის ცნობილი მუხლი, რომლითაც ცნობილი პატიმრების – იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეები იყო წარმართლი და მე მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, თუ სურთ რომ მოახდინონ ზიანის მინიმიზება, რომელიც მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით, რაც მათ მიიღეს მერაბიშვილის დაპატიმრებით, დაუყოვნებლივ მიიღონ გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების თაობაზე“, – განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, დიდი პალატა არის საბოლოო ინსტანცია და მისი გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

„მე მინდა ვისურვო, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გაკვეთილი ამ ხელისუფლებისთვის, რომ უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა, გათავისუფლეს როგორც ვანო მერაბიშვილი, ისე სხვა პოლიტიკური პატიმრები, სადაც ასევე, იკვეთება ევროპული კონვენციის დარღვევის ნიშნები“, – დასძინა ოთარ კახიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას შენიღბული მოტივი ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები