LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: „ხაბე არის მსხვერპლი, კაციშვილი არაფერს არ ეკითხება, აქ არის კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილის კლანი“

245
Untitled design (1)

„ხაბე არის მსხვერპლი, კაციშვილი არაფერს არ ეკითხება. აქ არის კეზერაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილის კლანი, მორჩა“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრის დროს განაცხადა.

ნიკა მელია: „ნაციონალური მოძრაობის“ მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი 

ირაკლი ზარქუას თქმით, ნიკა მელია უპრინციპო ადამიანი აღმოჩნდა:

თაკო ჩარკვიანი – მელიაც ფსევდოა და მისი ხატია დეკანოიძეც 

ნიკა მელია – თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად

„როგორც უნდა ისე ახმოვანებენ, როგორც უნდა იმ პლატფორმაზე დადგებიან, როგორც უნდა იმ მესიჯს გაახმოვანებენ, როგორც უნდა ისეთ აქციას მოაწყობენ. მორჩა, ის სამი რასაც გადაწყვეტს, ისე არის.

მელიაც უცნაური, უთავმოყვარეო, უპრინციპო ადამიანი აღმოჩნდა. ბიჭო, ჩამოგაგდეს, ხაბემ გაგაგდო ხო? ჩაგიტარეს არჩევნები, არ აქვს მნიშვნელობა, მოგიწყვეს? ჩამოგაგდეს, ადექი და გადი. უთავმოყვარეო კაცი ყოფილხარ, შენგან, მით უმეტეს, არ გამოვიდოდა ლიდერი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ბეჟაშვილი მელიაზე: ვერ ეგუება პარტიაში არჩევნების წაგებას – ამგვარი ჭორებითა და განცხადებებით ყველა ადამიანი თავად გამორიცხავს პარტიის წევრობას

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიაზე: „იმდენად ხელმოცარულები არიან, პარტიის შექმნა უნდათ და ამასაც ვერ აკეთებენ“ 

პოპულარულები