თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას ფეისბუქ პოსტს ეხმაურება.
მისი თქმით, დასავლური ვექტორის ოპოზიციურ პარტიაში არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არჩეულია ლევან ხაბეიშვილი და ამომრჩეველმა მელიას მიუთითა, რომ მისი სტრატეგია არ მოეწონა.
„ვეუბნები, ახლა, როცა რუსეთი კარზეა მომდგარი, ვის ემსახურებით-მეთქი, ხმას რომ არ იღებთ არაფერზე, არც ფრენებზე, საკუთარი ლიდერიც რომ დაგავიწყდათ ციხეში, დაკავებული ხართ, რომ თამარ ჩარკვიანს ცილისმწამებლური ტალახი ესროლოთ და ებრძვიან ლეგიტიმურ თავმჯდომარეს. ვეუბნები, ეს მოიტანს პარტიის დასუსტებას, რადგან ის უკვე ლეგიტიმურია, ამომრჩეველმა მიგითითა, რომ შენი სტრატეგია არ მომეწონაო. რიგით ჯარისკაცად დადექიო გითხრეს და დადექი რა, ძნელია? კეზერაშვილმა მანქანა აჩუქა, პარტნიორიაო, ახლა იძახის, არაფორმალური იყოო კეზერაშვილი, მერაბიშვილი და მერაბიშვილის დაფუძნებულ პარტიაში არ იყო მელია? მე ხომ არ ვიყავი. მე უარი ვთქვი საპარლამენტო არჩევნებში სიაზე და შენი პრეზიდენტი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მართლა უმძიმეს მდგომარეობაშია და კვდება, რა დროს ესაა, სირცხვილი არ არის? თან ვიღაცის ნაჩუქარ ჯიპზე იყო და თან ლაპარაკობდე, ამიტომ არ მჯერა ამათი, იტყუება“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ხატია დეკანოიძე და ნიკა მელია ახალ საყრდენს ეძებენ.