LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ვერ გავყვებოდით, რადგან ეს გზა არის დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, კონფრონტაცია აშშ-თან… კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ“

125
ირაკლი ზარქუა

„მოუსმინეთ აბა, რა განცხადებებს აკეთებენ თვითონ ევროპარლამენტში ევროპარლამენტარები. კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ. არა, ისინი არიან „დიფ სტეიტიდან“ მართული, რომელთაც დაანგრიეს ევროეკონომიკა და ევროკავშირის ღირებულებები და ინტერესები“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმად, ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.

არჩილ გორდულაძე: „თუ კაია კალასს წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, ვისაც კარზე ექნება წარწერა „ხელისუფალი“, ეს არ გამოვა“

როგორც ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, „კალასების გზა რა არის – დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან“.

„ქალბატონ კალასს განუცხადებია, რომ თურმე ქართველ ხალხს უჭერს მხარს, მაგრამ მთავრობის წინააღმდეგია, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ არ გავყევით კალასის გზას. დიახ, კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ნამდვილად არ გავყვებოდით და მადლობა ღმერთს, რომ ეს სწორი არჩევანი გავაკეთეთ, რადგან ვნახეთ კალასების გზა რა არის – დაქუცმაცებული ევროკავშირი, დაცემული ეკონომიკა, გაუცხოება შიგნით ევროკავშირში და კონფრონტაცია ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის კალასის და ურსულას გზა. ხოლო ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვაძლიერებთ ეროვნულ ღირებულებებს, მართლმადიდებლობას და ვიცავთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენ ყოველთვის ავირჩევთ ქართველი ხალხის ინტერესების გზას და ეს არის ეროვნული ინტერესების დაცვა, სუვერენიტეტის და ეკონომიკის განვითარება.

რაც შეეხება იმას, რას იტყვიან კალასები და მისი მიმდევრები, ჩვენთან ნაკლებად საინტერესოა, რადგან მათ ავტორიტეტი არა აქვთ, არც შიგნით. მოუსმინეთ აბა, რა განცხადებებს აკეთებენ თვითონ ევროპარლამენტში ევროპარლამენტარები. კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ. არა, ისინი არიან „დიფ სთეითიდან“ მართული, რომელთაც დაანგრიეს ევროეკონომიკა და ევროკავშირის ღირებულებები და ინტერესები“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, როგორც აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან გააკეთა.

საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ მან განაცხადა: „საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. მათ მიერ არჩეული გზა: რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები, ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ, ჩვენ გარკვეული პროგრესი უნდა დავინახოთ“, – განაცხადა კაია კალასმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g