LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ გორდულაძე: „თუ კაია კალასს წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, ვისაც კარზე ექნება წარწერა „ხელისუფალი“, ეს არ გამოვა“

120
არჩილ გორდულაძე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმად, ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ეხმაურება.

არჩილ გორდულაძის სიტყვებით, „თუ მას [კაია კალასს] წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, რომელსაც „ხელისუფალი“ კარზე წარწერა ექნება, ეს არ გამოვა“.

„[ასეთი განცხადებები] დემოკრატიული საფუძვლის პირდაპირი ჩამონგრევაა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიაში ევროპის ნასახიც კი აღარ არის, მათ შორის ამაზე ესეც მეტყველებს. როდესაც კაია კალასი საუბრობს, თითქოს არსებობს ცალკე ხალხი და ცალკე არჩეული ხელისუფლება, ეს მთავარ ფუძემდებლურ პრინციპს, რომელზეც დასავლური ცივილიზაცია დგას, რომელიც არის დემოკრატიის საწყისი, რომ ხალხი იღებს გადაწყვეტილებას და ირჩევს ხელისუფალს, ფეხქვეშ თელავს.

თუ მას წარმოუდგენია, რომ გარედან უნდა იყოს დანიშნული ვინმე, რომელსაც „ხელისუფალი“ კარზე წარწერა ექნება, ეს არ გამოვა, იმიტომ, რომ ჩვენი ისტორიიდან, საკანონმდებლო სივრციდან, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი.

როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ზუსტად ეს აჩენს სკეპტიციზმს ევროკავშირისა და დასავლეთის მიმართ, რაც ჩვენი მიზანი ნამდვილად არ არის. ხაზს ვუსვამთ, რომ ასეთი განცხადებები, როდესაც ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა ხდება, ფეხქვეშ თელავს მათ არჩევანს და როცა ვინმე მიუთითებს, რომ თურმე ქართულ ხალხზე უკეთესად იცის, თუ ვინ შეიძლება იყოს ხელისუფალი, ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე, ეს არის ჩარევის მაგალითი, დემოკრატიის გადახაზვა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ უბრალოდ არავითარი საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. არავითარი წესები აღარ არსებობს, ურთიერთპატივისცემა და დამოკიდებულება აღარ არსებობს და ამ ყველაფრის საწყისი არის ის ძალა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გავლენა მოქმედ ბიუროკრატიაზე”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, როგორც აღნიშნული განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან გააკეთა.

საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ მან განაცხადა:

„საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ნათელია. მათ მიერ არჩეული გზა: რეპრესიები ოპოზიციის წინააღმდეგ, მედიის შეზღუდვა და დამტკიცებული კანონები, ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ, ჩვენ გარკვეული პროგრესი უნდა დავინახოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g