LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსგავსი განცხადება საღ აზრს მოკლებულია- მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი როსსელხოზნადზორის ბრალდებას უარყოფს

129

“როსსელხოზნადზორის” ფიტოსანიტარიული სამსახურის წარმომადგენლის მიერ გამოთქმული ვარაუდი საღ აზრს არის მოკლებულია, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხიძემ განაცხადა.  მისი განმარტებით, აზიური ფაროსანას პრობლემა მრავალ ქვეყანაშია, რაც შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებისთვის ცნობილია.

“მსგავსი განცხადება აზრს მოკლებულია. აზიური ფაროსანა მრავალ ქვეყანაშია, მათ შორის შვეიცარიაში ავსტრიაში, იტალიაში, რუსეთში და ეს კარგად იციან სპეციალისტებმა, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ. ქართული მხარე, ჩვენი სპეციალისტები მზად არიან ითანამშრომლონ ჩვენი მეზობელი ქვეყნების სპეციალისტებთან, მათ შორის – რუსეთის ფედერაციის შესაბამის სპეციალისტებთან”- თქვა მესხმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფიტოსანიტარული ზედამხედველობის პრესმდივანმა იულია მელანომ საქართველო ფაროსანას, როგორც ბიოლოგიური იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა.

პოპულალურები