LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშენებლობის ნებართვის გაცემა რთულდება – ახალი ვალდებულება კომპანიებს

76

სამშენებლო კომპანიები ვალდებული იქნებიან სამშენებლო ობიექტის პროექტთან ერთად რეკრეაციული სივრცის მოწყობის პროექტიც წარმოადგინონ.

როგორც თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ცვლილება კანონქვემდებარე აქტებში შედის და გულისხმობს, რომ ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურები მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველივე ეტაპიდან ერთვებიან პროცესში.

“საფუძველი ეყრება იმას, რომ თბილისში რეკრეაციული და მწვანე ტერიტორიების რაოდენობა გაიზარდოს. იმისთვის, რომ თითოეულ უბანში შესაძლებელი იყოს წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, შესაძლებელი იყოს ნორმალური საფეხმავლო გადაადგილება, ამას საფუძველი ეყრება იმ ცვლილებებით რომელიც დღეს იქნა წარდენილი. გარდა ამისა, არც ერთი პროექტი არ იქნება ჩაბარებული და ვერ გადავა შემდეგ ეტაპზე, თუ დენდროლოგიური პროექტი და სატრანსპორტო სქემა სათანადოდ არ იქნა შეფასებული და დამტკიცებული გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების მიერ. დენდროლოგიურ პროექტთან გვაქვს ძალიან მკაცრი მოთხოვნები. დღევანდელ სხდომაზევე დამტკიცდა ხეების ჩამონათვალი. ჩვენი პარტნიორების და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, ზუსტად დავადგინეთ ხეების დიამეტრი, წლოვანება და სიმაღლე, რომელიც უნდა დაირგოს და ადეკვატურია თბილისის სტრესული გარემოსადმი, კლიმატისადმი და არქიტექტურისადმი. არ შეიძლება თბილისში დავრგოთ ყველაფერი, რაც მოგვინდება. შესაბამისად, დენდროლოგიური პროექტი, სამშენებლო კომპანიებისთვის სავალდებულო იქნება, ასევე მერიისთვისაც გზების მშენებლობის პროცესში ეს მოთხოვნა იქნება სავალდებულოდ შესასრულებელი, რომ ხეების ჩამონათვალის საფუძველზე მოხდეს გამწვანება, რაც თბილისის გამწვანების ერთგვაროვან პრაქტიკას ჩამოაყალიბებს, “- განაცხადა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები