LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბითაძე ოპოზიციას: „რას გვთავაზობთ, რომ ყველა ადამიანთან, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?!“

134
მაია ბითაძე

„რას გვთავაზობთ, რომ ყველა ადამიანთან, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?!“ – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი მაია ბითაძე ოპოზიციის წევრების განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც ქართველი ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობის გამარტივებას ითხოვენ.

არჩევნებში ემიგრანტების მონაწილეობაზე ბითაძემ რლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციის „ნარატივი მიგრანტებთან დაკავშირებით გაცვდა“:

„მივმართავთ ემიგრანტებს – დაგვიკავშირდით, რათა საარჩევნო უბანი თქვენ ქალაქშიც გაიხსნას“ – ჯაფარიძე-ხოშტარია

„გაცვდა თქვენი ნარატივი მიგრანტებთან დაკავშირებით. თითქოს მიგრანტებს არ ეძლევათ საშუალება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. თქვენ თვითონაც იცით, რომ მტკნარი სიცრუეა, რადგან ყოველთვის იხსნებოდა და კვლავაც გაიხსნება საარჩევნო უბნები იქ, სადაც იხსნებოდა. იცით, რომ ყოველწლიურად ფართოვდება ეს ფორმატი.

რას გვთავაზობთ, რომ ყველა ადამიანთან, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობს, საარჩევნო უბანი სახლში მივიტანოთ?! მაშინ, როცა რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ქართული პასპორტები აქვთ, საერთოდ არანაირი წვდომა არ აქვთ საარჩევნო უბნებთან. რას გვთავაზობთ, თუ რა გგონიათ?!“ განაცხადა მაია ბითაძემ.

კახა კალაძე: „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება და მასში ჩარევას ვერცერთი ქვეყანა ვერ შეძლებს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები