LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის I ტურის სტატისტიკა

61

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ტური მიილია. საქმეში ყველა გუნდი ვნახეთ. მოკლედ იმის თქმა შეიძლება, რომ მოულოდნელობები საკმარისად არის, გამოერია სენსაციებიც. კარგია ის, რომ გოლი ყველა მატჩში გავიდა. სანახავად კი ბუნებრივია ყველა თამაში ერთნაირად თვალსასეირო არ ყოფილა. საერთო ჯამში, სასაყვედურო გულშემატკივარს არ უნდა ქონდეს.

გოლები
გატანილი გოლები: 38 გოლი.
საშუალოდ მატჩში: 2.38.
ერთი ჰეთთრიკი – კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია).
ოთხი დუბლი – რომელუ ლუკაკუ (ბელგია), ჰარი კეინი (ინგლისი), დიეგო კოშტა (ესპანეთი), დენის ჩერიშევი (რუსეთი).
დანიშნული პენალტი: ცხრა
გატანილი პენალტი: შვიდი
ოთხი ავტოგოლი – აზიზ ბეჰიჩი (ავსტრალია), აზიზ ბუჰადუზი (მაროკო), ოგენეკარო ეტებო (ნიგერია), ტიაგო ციონეკი (პოლონეთი).

პირველი გოლი: იური გაზინსკი (რუსეთი)
პირველი დუბლი: დენის ჩერიშევი (რუსეთი)
პირველი ჰეთთრიკი: კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
ყველაზე სწრაფი გოლი: მეოთხე წუთი. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
ყველაზე სწრაფი გოლი შეცვლაზე: ერთი წუთი. არტიომ ძიუბა (რუსეთი)
ყველაზე გვიანი გოლი: 95-ე წუთი. აზიზ ბუჰადუზი (მაროკო, ავტოგოლი)
ყველაზე გვიანი გამარჯვების გოლი: 95-ე წუთი. აზიზ ბუჰადუზი (მაროკო, ავტოგოლი)
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: პორტუგალია-ესპანეთი 3:3
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება: რუსეთი-საუდის არაბეთი 5:0
გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი: 33 წლის, 317 დღის, მილე იედინაკი (ავსტრალია)
გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი: 22 წლის, 15 დღის, ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი)

საუკეთესო ბომბარდირები: სამი გოლი – კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია); ორი გოლი – რომელუ ლუკაკუ (ბელგია), ჰარი კეინი (ინგლისი), დიეგო კოშტა (ესპანეთი), დენის ჩერიშევი (რუსეთი).

საუკეთესო ასისტენტი: ორი პასი – ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი).

დისციპლინა
ყვითელი ბარათები: 50
საშუალოდ მატჩში: 3.13
წითელი ბარათები: 1
საშუალოდ მატჩში: 0.06
პირველი გაფრთხილება: ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი)
პირველი გაძევება: კარლოს სანჩესი (კოლუმბია)
ყველაზე სწრაფი გაფრთხილება: 10 წუთი. მასუდ შოჯაეი (ირანი)
ყველაზე მეტი გაფრთხილება (ერთი გუნდისთვის): ხუთი – პანამა
ყველაზე მეტი გაძევება (ერთი გუნდისთვის): ერთი – კოლუმბია
ყველაზე მეტი გაფრთხილება (ერთ მატჩში): რვა – ბელგია-პანამა
ყველაზე მეტი გაძევება (ერთ მატჩში): ერთი – კოლუმბია-იაპონია
ყველაზე ცოტა გაფრთხილება (ერთ მატჩში): 0 – არგენტინა-ისლანდია
ყველაზე მეტი ბარათი (ერთ მატჩში): რვა – ბელგია-პანამა

სხვადასხვა
– კრიშტიანო რონალდომ (პორტუგალია) მეოთხე ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.


– რაფაელ მარკესმა (მექსიკა) მეხუთე ჩემპიონატზე ითამაშა. მეოთხე ჩემპიონატზე ითამაშეს: ვალონ ბეჰრამიმ (შვეიცარია), ანდრეს გუარდადომ (მექსიკა), ანდრეს ინიესტამ (ესპანეთი), ლიონელ მესიმ (არგენტინა), ხავიერ მასკერანომ (არგენტინა), სერხიო რამოსმა (ესპანეთი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები