LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატის ორი ტურის სტატისტიკა

77

მსოფლიო ჩემპიონატზე გადამწყვეტი ჯგუფური თამაშებია. მესამე ტური უკვე დაიწყო და ორი მერვედფინალური წყვილიც ცნობილია. ჯგუფები მალე ჩამთავრდება, მანამდე კი ორი ტურის ერთიან სტატისტიკას გადავხედოთ.

გოლები
გატანილი გოლები: 85 გოლი
საშუალოდ მატჩში: 2.66
ორი ჰეთ-თრიკი – კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), ჰარი კეინი (ინგლისი).
რვა დუბლი – რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 2, ჰარი კეინი (ინგლისი), დიეგო კოშტა (ესპანეთი), დენის ჩერიშევი (რუსეთი), ედენ აზარი (ბელგია), აჰმედ მუსა (ნიგერია), ჯონ სტოუნზი (ინგლისი).
დანიშნული პენალტი: 16
გატანილი პენალტი: 13
ხუთი ავტოგოლი – აზიზ ბეჰიჩი (ავსტრალია), აზიზ ბუჰადუზი (მაროკო), ოგენეკარო ეტებო (ნიგერია), ტიაგო ციონეკი (პოლონეთი), აჰმედ ფათჰი (ეგვიპტე).

 

ყველაზე სწრაფი გოლი: მეოთხე წუთი. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
ყველაზე სწრაფი გოლი შეცვლის შემდეგ: ერთი წუთი. არტიომ ძიუბა (რუსეთი)
ყველაზე გვიანი გოლი: 97-ე წუთი. ნეიმარი (ბრაზილია)
ყველაზე გვიანი გამარჯვების გოლი: 95-ე წუთი. აზიზ ბუჰადუზი (მაროკო, ავტოგოლი), ტონი კროოსი (გერმანია)
გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი: 37 წლის, 120 დღის, ფელიპე ბალოი (პანამა)
გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი: 19 წლის, 183 დღის, კილიან მბაპე (საფრანგეთი)

საუკეთესო ბომბარდირები: ხუთი გოლი – ჰარი კეინი (ინგლისი)
ოთხი გოლი – კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), რომელუ ლუკაკუ (ბელგია)
სამი გოლი – დიეგო კოშტა (ესპანეთი), დენის ჩერიშევი (რუსეთი)

საუკეთესო ასისტენტი: ორი პასი – ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი), ხამეს როდრიგესი (კოლუმბია), კარლოს სანჩესი (ურუგვაი).

ყველაზე მეტი გოლი: რვა – ბელგია, ინგლისი, რუსეთი
ყველაზე ნაკლები გოლი: 0 – კოსტა რიკა, მაროკო, პერუ, საუდის არაბეთი
ყველაზე მეტი გაშვებული გოლი: ცხრა – პანამა
ყველაზე ნაკლები გაშვებული გოლი: 0 – ურუგვაი, ხორვატია
საუკეთესო სხვაობა: +7 – რუსეთი
უარესი სხვაობა: -8 – პანამა
ყველაზე უხვგოლიანი მატჩი: ბელგია-ტუნისი 5:2, ინგლისი-პანამა 6:1
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება: რუსეთი-საუდის არაბეთი 5:0, ინგლისი-პანამა 6:1

 

დისციპლინა
ყვითელი ბარათები: 98
საშუალოდ მატჩში: 3.06
წითელი ბარათები: ორი
საშუალოდ მატჩში: 0.06
ყველაზე სწრაფი გაფრთხილება: მე-10 წუთი – მასუდ შოჯაეი (ირანი)
ყველაზე მეტი გაფრთხილება (ერთი გუნდისთვის): რვა – პანამა
ყველაზე მეტი გაძევება (ერთი გუნდისთვის): ერთი – კოლუმბია, გერმანია
ყველაზე მეტი გაფრთხილება (ერთ მატჩში): რვა – ბელგია-პანამა
ყველაზე მეტი გაძევება (ერთ მატჩში): ერთი – კოლუმბია-იაპონია, გერმანია-შვედეთი
ყველაზე ცოტა გაფრთხილება (ერთ მატჩში): 0 – არგენტინა-ისლანდია, ურუგვაი-საუდის არაბეთი
ყველაზე მეტი ბარათი (ერთ მატჩში): რვა – ბელგია-პანამა

 

სხვადასხვა მიღწევა
– კრიშტიანო რონალდომ (პორტუგალია) მეოთხე ჩემპიონატზე გაიტანა გოლი.
– ლუის სუარესმა (ურუგვაი), ხავიერ ერნანდესმა (მექსიკა) და კეისუკე ჰონდამ (იაპონია) მესამე ჩემპიონატზე გაიტანეს გოლი.
– რაფაელ მარკესმა (მექსიკა) მეხუთე ჩემპიონატზე ითამაშა. მეოთხე ჩემპიონატზე ითამაშეს: ვალონ ბეჰრამიმ (შვეიცარია), ანდრეს გუარდადომ (მექსიკა), ანდრეს ინიესტამ (ესპანეთი), ლიონელ მესიმ (არგენტინა), ხავიერ მასკერანომ (არგენტინა), სერხიო რამოსმა (ესპანეთი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები