LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ჩემპიონატზე ტურისტული პოლიცია იმუშავებს

33

სანკტ-პეტერბურგში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატისთვის ტურისტული პოლიცია გამოჩნდება.

”მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვაპირებთ სპეციალური პროგრამის რეალიზებას. ის გულისხმობს ტურისტული პოლიციის შექმნას, რომელიც ტურისტების თავშეყრის ადგილებზე იმუშავებს.
პროექტი შემუშავების სტადიაზეა. შეხვედრა გავმართეთ სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან. მომავალი სამუშაოს ტემპი შსს-ს შესაძლებლობებზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა სანკტ-პეტერბურგში ტურიზმის განვითარების კომიტეტის თავკაცმა ანდრეი მუშკარევმა.

პროექტის მომზდებისას მოსკოვის გამოცდილება გაიზიარეს, სადაც მსგავს სტრუქტურაში დაახლოებით 160 ადამიანი მუშაობს და პეტერბურგის შემთხვევაშიც იგივე ციფრებზეა საუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები