LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ დამნაშავეს კიდევ ერთი შვილი შეეძინა

608

მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ დამნაშავეს ჯერემი მიკს და Topshop-ის მემკვიდრეს ქლოე გრინს ბიჭი შეეძინათ. ამის შესახებ წყვილმა Instagram-ზე დაწერა და ფოტო გამოაქვეყნა. ბავშვს ჯეიდენი დაარქვეს. ჯერემი მიკსსა და ქლოე გრინს შორის სასიყვარულო ურთიერთობა გასულ წელს დაიწყო. მაშინ მსოფლიოში ყველაზე სექსუალურ დამნაშავედ აღიარებულ მიკსს ჯერ კიდევ ჰყავდა ცოლი. მიქს ერთი შვილი უკვე ჰყავს.

30 წლის ჯერემი მიკსი რამდენიმე წლის წინ თავის კრიმინალურ ბანდასთან ერთად იქნა დაპატიმრებული კალიფორნიის შტატში, სტოქტონში. ბანდიტური დაჯგუფების წევრებს უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდათ. დაჯგუფების დაპატიმრების შემდეგ მათი ფოტოები სოციალური ქსელის “ფეისბუქის” პოლიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნდა. 24 საათის განმავლობაში ცისფერთვალება პატიმარმა სასწაული პოპულარობა მოიპოვა, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები