LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოზე ევროპა ევროპას ვერ შეხვდება: ყველანი ცალ-ცალკე

51

მსოფლიოს 2026 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე, რომელიც ახალი ფორმატით ჩატარდება, ევროპული ნაკრებები ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს არ შეხვდებიან. როგორც მედიას უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, ფრანტიშეკ ლაურინეცმა განუცხადა, ეს ფიფას ინიციატივაა.

”მსოფლიოს ჩემპიონატის ახალ ფორმატზე მსჯელობის დროს გადაწყდა, რომ ყველა ევროპული ნაკრების სხვადასხვა ჯგუფში იასპარეზებს. როგორც მოგეხსენებათ, 2026 წელს მონაწილე 48 ქვეყნიდან 16 ევროპის წარმომადგენელი იქნება, ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კი სწორედ 16 ჯგუფია, ამიტომ ევროპული გუნდები სათითაოდ განაწილდებიან ჯგუფებში”, – განაცხადა ლაურინეცმა.

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მაისში უნდა დამტკიცდეს, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოში ეს იდეა საკმაოდ დადებითად მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფორმატის შეცვლის და გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება 2016 წელს მიიღეს. აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2026 წლიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები