LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარჯების გაზრდას გეგმავს

109

მთავრობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში ხარჯების გაზრდას გეგმავს. სწორედ ამას ითვალისწინებს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის 1.815 მილიარდი ლარი იქნება გამოყოფილი. 2017 წლის ბიუჯეტთან შედარებით, მომავალ წელს აღნიშნული სამინისტროს დაფინანსება 557 მილიონი ლარით იზრდება.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის ჯამში 1.0 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

მათ შორის განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქცია: ავტობანზე ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი  – 250.0 მლნ;  ზემო ოსიაური-რიკოთი– 80.0 მლნ ლარი;  სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა – 150 მლნ ლარი;  ბათუმის ახალი შემოვლითი გზა – 70.0 მლნ ლარი; ჩუმათელეთი-ხარაგაულის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია – 45.0 მლნ ლარი და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები